მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციური მუშაობა - დადებითი და უარყოფითი მხარეები

BM.GE
03.06.20 10:18
1480
ამერიკის აღწერის ბიუროს მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატებში დასაქმებულების მესამედს აქვს შესაძლებლობა დისტანციურად შეასრულოს თავისი სამუშაო. დასაქმებულების გარკვეული რაოდენობა ქვეყაში ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას აქამდეც ახერხებდა, თუმცა პანდემიამ ეს შესაძლებლობა აუცილებლობად აქცია და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი თანამშრომელი დისტანციურ სამუშაოზე გადაერთო, შესაბამისად, სახლში გადმოინაცვლა. ამ რეალობაში ცხოვრება ნაწილობრივ ქვეყნების უმეტესობას დღესაც უწევს, როგორ აფასებენ კომპანიები და თავად დასაქმებულები იმ სამუშაო რეალობას, რომელშიც პანდემიამ მოგვაქცია?