მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Domus Georgia-ს მეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

BM.GE
29.09.22 09:15
668
თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის ორგანიზებით, Domus Georgia-ს ახალი ქართული პლატფორმის მეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ნომრის მთავარი თემა კულტურული მემკვიდრეობა და მახსოვრობაა. ნომერი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეძღვნება. დღეს Domus-ი წარმოადგენს არა მარტო ჟურნალს არამედ მრავალფუნქციურ პლატფორმას ახალი ინიციატივებისათვის, პროექტებისათვის, ვორქშოფების, სემინარების, რეზიდენციების, ფორუმებისა და ფესტივალებისათვის. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველი ქვეყანაა რომელმაც Domus-თან თანამშრომლობა და ჟურნალის გამოცემა დაიწყო.