მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Duty free მომხმარებლებს უფასოდ ფრენას სთავაზობს

BM.GE
14.05.21 08:45
404
Duty free, მომხმარებლებს, რომლებმაც 3 მაისამდე დუტი ფრის მაღაზიებში 550 დოლარზე მეტი დახარჯეს, 23 და 30 მაისს უფასო ფრენას სთავაზობს. ანუ ადამიანები ერთი აეროპორტიდან მეორეში მხოლოდ იმის გამო ჩაფრინდებიან, რომ იშოპინგონ. ერთი ასეთი რეისი უკვე შესრულდა და ბორტზე 114 მგზავრი მოხვდა. მიმდინარე თვეში კიდევ 5 მსგავსი რეისია დაგეგმილი. ამ გზით კი კომპანია ცდილობს პანდემიის შედეგად მიღებული ზარალი აინაზღაუროს. რამდენად გამოუვა მიზნის მიღწევა, როგორია მოლოდინები და დაინტერესება ინიციატივის მიმართ?