მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველი თბილისი და silver 34

BM.GE
10.07.20 09:35
942
წახალისება ყველა ბიზნესს სჭირდება და როცა ამას მსხვილი ბიზნესები შედარებით მცირე მასშტაბის კომპანიებისთვის აკეთებენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. დღეს მოგიყვებით ტერაბანკის ინიციატივაზე და უკვე განხორციელებულ პროგრამაზე, რომლითაც ბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში ეხმარება. რაში მდგომარეობს ეს დახმარება? ბანკი მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესებს მართავენ, ახალი მხარდამჭერი ინიციატივით, კონკრეტული საჭიროებების შესაბამისი, სხვადასხვა მომსახურებით დაასაჩუქრებს. სასაჩუქრე პაკეტები ისეთ სერვისებს აერთიანებს, როგორებიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, რეკლამისა თუ ბიუჯეტის დაგეგმარება, ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება და სხვა. ამას გარდა, ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საკუთარ საკომუნიკაციო არხებსაც დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები სერვისებს თავადვე, საჭიროებების მიხედვით შეარჩევენ. ინიციატივაში ჩართვა განაცხადის შევსების საფუძველზე ხდება. განაცხადი ტერაბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საიტზეა ხელმისაწვდომი. ინიციატივაში ტერაბანკის პირველი 50 მომხმარებელი ჩაერთვება.

ერთ ერთი ასეთი და პირველი რომელზეც საქმიანი დილას ეთერში მოგიყვებით, ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 34 ნომერში მდებარე სასტუმროა, რომელიც განსხვავებული ინტერიერ-ექსტერიერითა და სტუმარ-მასპინძლობით ტურისტებისთვის ერთ-ერთ მოთხოვნად ადგილად გადაიქცა. ეს არის ოკახური ბიზნესი, სადაც ყველა დეტალი თავის ისტორიას ყვება და წარსულის მოგონებებს ატარებს. ხოლო პანდემიის შესეგად, როცა ბიზნესები გაჩერდა მსოფლიოში, Silver 34 პირიქით ზრდა განვითარებაზე დებს ფსონებს. როგორ გამოიყურება კალაუბანში მდებარე ისტორიული სასტუმრო და სად აპირებენ მომდევნო ობიექტების გახსნას?