წახალისება ყველა ბიზნესს სჭირდება და როცა ამას მსხვილი ბიზნესები შედარებით მცირე მასშტაბის კომპანიებისთვის აკეთებენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. დღეს მოგიყვებით ტერაბანკის ინიციატივაზე და უკვე განხორციელებულ პროგრამაზე, რომლითაც ბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში ეხმარება. რაში მდგომარეობს ეს დახმარება? ბანკი მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესებს მართავენ, ახალი მხარდამჭერი ინიციატივით, კონკრეტული საჭიროებების შესაბამისი, სხვადასხვა მომსახურებით დაასაჩუქრებს. სასაჩუქრე პაკეტები ისეთ სერვისებს აერთიანებს, როგორებიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, რეკლამისა თუ ბიუჯეტის დაგეგმარება, ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება და სხვა. ამას გარდა, ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საკუთარ საკომუნიკაციო არხებსაც დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები სერვისებს თავადვე, საჭიროებების მიხედვით შეარჩევენ. ინიციატივაში ჩართვა განაცხადის შევსების საფუძველზე ხდება. განაცხადი ტერაბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საიტზეა ხელმისაწვდომი. ინიციატივაში ტერაბანკის პირველი 50 მომხმარებელი ჩაერთვება.