მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBA პლატფორმა - ქართული და ევროპული ბიზნესის საჭიროებები

BM.GE
25.11.21 14:48
495
რა გამოწვევების წინაშე დგას ადგილობრივი და ევროპული ბიზნესი საქართველოში? ეს საკითხიც დაისვა დღეს, ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეხვედრაზე. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა, რომ EBA პლატფორმა არის მნიშვნელოვანი, რადგანაც მისი საშუალებით ბრიუსელი მოისმენს, თუ რა არის საქართველოში მოღვაწე ევროპული ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი, ამასთანავე, პლატფორმა ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მთავრობასაც.