12.მაისი .2020 10:39

#EBRD-ის $25 მლნ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის" - დეტალებით ნიკა გამყრელიძე საქმიან დილაში

463
უკან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" $25 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსება გამოუყო. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით თავად EBRD-მა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაფინანსება წარმოადგენს EBRD-ის სოლიდარობის პაკეტის ნაწილს, რომელიც განკუთვნილია კრიზისის ეკონომიკური ზეგავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, პორტფელში აერთიანებს საავადმყოფოებს, კლინიკებს, აფთიაქებს, სამედიცინო დაზღვევას და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას. თავის მხრივ EBRD-ი აღნიშნავს, რომ ინვესტიცია გათვალისწინებულია მისი „გამძლეობის ჩარჩოთი“, რომელიც შეიქმნა კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შედეგად დაზარალებული არსებული კლიენტების გადაუდებელი მოკლევადიანი ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აღნიშნავს იმასაც, რომ 25 მლნ დოლარის ოდენობის სესხი გააძლიერებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ უწყებებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჯანმო-ს სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად და შედეგად, ჩაახშოს დაავადების შემდგომი გავრცელება. უფრო დეტალურად რაში დაიხარჯება კონკრეტულად ამ ჯგუფის მხრიდან მოზიდული თანხები?

სტუმარი: ნიკა გამყრელიძე - (GHG) საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, აღმასრულებელი დირექტორი.