მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ისა და თიბისის მხარდაჭერა - სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი

BM.GE
03.06.20 19:04
1111
თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი EBRD-ისა და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 500 000 აშშ დოლარია. „ნოვას“ მეგაცენტრებში თბილისსა და ბათუმში 35 000-ზე მეტი დასახელების, როგორც საკუთარი წარმოების, ასევე იმპორტირებული სამშენებლო-სარემონტო პროდუქტია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია „ნოვამ“ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და ახალ მეგაცენტრებში დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა. ჯამში კომპანიაში 420 ადამიანი მუშაობს.