მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD საქართველოში - კატარინა ბორლინ ჰანსენი საქმიან დილაში

BM.GE
24.01.20 11:24
716
EBRD მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განცხადებებით გამოირჩეოდა საქართველოსთან მიმართებით. ორგანიზაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას ასეთი რამ თქვა: “ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა” - ციტატა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

“ძალიან ვამაყობ, რომ 2019 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით, ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება მოვახდინეთ წლის განმავლობაში და ჯამში, დაახლოებით, მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია ჩადებული. საქართველოსთან თანამშრომლობა აშკარად ძალიან კარგი გვაქვს. ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა” - ეს არის იურგნ რიტგერინქსის სრული ციტატა.


სტუმარი: კატარინა ბორლინ ჰანსენი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში