მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეფეს საქართველო“ “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021”-ის გამარჯვებულია

BM.GE
15.11.21 12:23
602
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობით მეოთხედ გამართულ კონკურსზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ნომინაციაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” ჯილდო „ეფეს საქართველოს“ გადაეცა. ეს კომპანიის უკვე მეექვსე ჯილდოა, რომელიც მან კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ჩატარებულ სხვადასხვა კონკურსში მიიღო.

კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021”, რომელშიც 50-მდე კომპანია სხვადასხვა CSR პროექტებით მონაწილეობდა, მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს. გამარჯვებული კომპანიები საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

სტუმარი: ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - „ეფეს საქართველოს“ კოპორაციული საქმეთა დირექტორი;