16.მარტი .2023 18:17

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი: საქართველო 35-ე ადგილზე ჩამოქვეითდა;

151
უკან

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა. ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის ინდექსის მიხედვით, ეკონომიკის თავისუფლებით, საქართველო 68.7 ქულით მსოფლიო რეიტინგში 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზეა. ამასთან, საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. სად შემცირდა ყველაზე მეტად საქართველოს ქულა, რას ნიშნავს რეიტინგში ჩამოქვეითება ქვეყნისთვის, ელენე გოგბერაშვილი გვიერთდება შეფასებებით.