მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური უთანასწორობა – თბილისი და რეგიონები

BM.GE
06.06.22 11:18
584
ეკონომიკური უთანაბრობა საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ძალიან მაღალია. თბილისი ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 50%-ს ქმნის. მეორე ყველაზე მსხვილი რეგიონი 2020 წლის მონაცემებით, აჭარა იყო, რომელიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს აგენერირებს. ბოლო ადგილზე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთია, სადაც მშპ-ს მხოლოდ 0.6% იწარმოება. 

რეგიონებში დაბალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად რათქმაუნდა მაღალია უმუშევრობის დონეც. რადგან 2020 წლის მაჩვენებლებს ვაჯამებთ, სწორი სურათისთვის უმუშევრობის მაჩვენებლებიც 2020 წლიდან უნდა ავიღოთ. მაგალითად 2020 წელს უმუშევრობის დონე საქართველოში 18.5% იყო, თბილისში ეს რიცხვი 20%-ს აჭარბებდა. რეგიონების უმეტესობაში უმუშევართა ოფიციალური სტატისტიკა სწორედ ამ ფარგლებშია, თუმცა რაჭა ლეჩხუმი აქაც ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. აქ უმუშევრობის მაჩვენებელი 2020 წელს 32% იყო.

თუ უმუშევრობის მაჩვენებლებში ძალიან მკაფიო განსხვავებები არ ჩანს, ხელფასები თბილისსა და რეგიონებს შორის თვალნათელ უთანაბრობას აჩვენებს. თუ თბილისში საშუალო ხელფასი 2020 წელს 1350 ლარი იყო, აჭარაში, რომელიც ეკონომიკურად მეორე ყველაზე აქტიური რეგიონია, საშუალო ხელფასი 350 ლარით ნაკლებია და 995 ლარს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმში კი საშუალო ხელფასი თბილისზე თითქმის ორჯერ ნაკლებია და 738 ლარს შეადგენს.

ეკონომიკურად პასიურ რეგიონებში სიღარიბეც მაღალია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მეტ სოციალურ შემწეობას სახელმწიფოსგან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი იღებს, სადაც მშპ-ს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქმნება. აქ მოსახლეობის 43% სოციალურ შემწეობას იღებს. თბილისში კი შემწობის მიმღებთა წილი მთლიან მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

სტუმრები: ირინა გურული - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი;
თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს განვითარების პლატფორმა თავმჯდომარე;