მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის მოხმარება აპრილში 6.9 პროცენტით შემცირდა

BM.GE
19.05.20 15:13
973
აპრილში, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 940 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა, თუმცა ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ჩამორჩება. ამის მიზეზი კი კორონავირუსის გამო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობაა. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებამ ისიც განაპირობა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემამ ჰესებს გენერაცია შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება კი უკვე გახდა კერძო სექტორის კრიტიკის საგანი.