06.მაისი .2022 16:50

ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი

172
უკან

ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესახებ ბრძანებაში 4 მაისს ცვლილებები შეიტანა, რაც ქვეყანაში ელექტროენერგიის სიჭარბის ან ასეთის პროგნოზის შემთხვევაში გენერაციას ზღუდავს. ანალოგიური გადაწყვეტილება სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელსაც მიიღო, რადგან პანდემიის გამო გაჩერებული კომერციული ობიექტების გამო ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ქვეყანაში ჭარბი ელექტროენერგიის გამო კი ჰესებს ჰიდრორესურსების დაღვრა მოუწიათ. დადგება თუ არა მსგავსი ფაქტის წინაშე ენერგეტიკის სექტორი წელსაც?