მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევის მიხედვით, მძღოლის აფთიაქის ღირებულება 2.7%-ით შემცირდა

5742e1c26064b
BM.GE
23.05.16 14:40
1410
ჯანდაცვის პლატფორმა განაგრძობს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი რეკომენდებული და აუცილებელი მედიკამენტების სიისა და ფასების გამოქვეყნებას. ამჯერად ორგანიზაციამ შეადარა ყველასათვის საჭირო მძღოლის აფთიაქის მარტისა და აპრილის თვის ფასები. კვლევისას დადგინა, რომ მარტის თვესთან შედარებით აპრილში ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი 2.7%-ით არის შემცირებული. კერძოდ, მარტის თვეში დაიკლო მძღოლის აფთიაქში შემავალი მედიკამენტის ნიტროგლიცერინის ფასმა 10 თეთრით, ასევე შემცირდა ოქსოლინის მალამოს ღირებულება. აპრილის თვის მონაცემებით მძღოლის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:
 
მძღოლის აფთიაქი:

ანტისეპტიკური საშუალებები:
ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული) -2.00ლ
სტერილური დოლბანდი (7*14სმ) - 1.04ლ
ბამბა (სტერილური)- 1.00ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი - 1.25ლ
იოდი (ბეტადინი) – (100გ)- 0.51ლ
თურმანიძის მალამო- 4.90ლ
ოქსოლინის მალამო- 1.10ლ
საინექციო წყალი-0.80 ლ
ხელთათმანი (სტერილური) - 0.55ლ
ჟგუტი- 14.80ლ
მაკრატელი -1.50ლ

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები:

იბუპროფენი- 2.80ლ

კარდიოლოგიური პრეპარატები:

კორსიზი-1.50ლ-
ამიაკის ხსნარი- 1.00ლ
ნიტროგლიცერინი - 0.85ლ
ვალიდოლი- 0.44ლ
ჯამი: 36 ლარი

ჯანდაცვის პლატფორმა მომავალშიც გააგრძელებს ფარმა მონიტორის ფარგლებში მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას. უახლოეს მომავალში ორგანიზაცია გამოაქვეყნებს კვლევას აგარაკისა და ოფისის აფთიაქში შემავალი და საჭირო მედიკამენტების სიისა და ფასების შესახებ.