14.სექტემბერი .2021 23:33

ემიგრანტებზე “ჩამოკიდებული” ეკონომიკა

111
უკან

დღეს საქართველო ფულად გზავნილებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ტენდენცია 2017 წლიდან იკვეთება, რაც კარგი არ არის. ფულად გზავნილებზე მაღალი დამოკიდებულება ღარიბი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და არასტაბილურობის განცდას ქმნის. მსოფლიო ბანკის ბოლო შეფასებით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ოდენობისაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 21-ე პოზიციაა - როგორ ითარგმნება გაზრდილი ფულადი გადმორიცხვები ეკონომიკაში?