მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოდამოკიდებულება იზრდება

BM.GE
01.11.19 18:26
751
"ანალიტიკა"-ს ყურადღება საქსტატის მონაცემებმა მიიპყრო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 11 მლნ 731 ათას 600 ამერიკული დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. ეს შარშანდელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. ყველაზე მეტ ენერგიას ისევ რუსეთისგან ვყიდულობთ - ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით ჩვენი დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანაზე გაზრდილია.

ეს იმ ფონზე, როცა ინვესტიციები ამ დარგში იკლებს, ხოლო ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისება ისევ ძალიან დიდი გამოწვევაა ამ ქვეყნისთვის, რადგან პრაქტიკულად ყველა შედარებით დიდი ზომის ჰესის მშენებლობას, რომელმაც რეალურად შეიძლება შეამციროს ჩვენი ეს დამოკიდებულება რუსეთზე და მეტი ენერგოდამოუკიდებლობა მოგვიტანოს, მოსახლეობის ნაწილი და მათთან ერთად სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები აქტიურად აპროტესტებენ, რაც ზოგადად მთელი ამ დარგისთვის პრობლემაა დასწორედ ამას უკავშირდება დიდწილად ინვესტიციების უკვე საკმაოდ სტაბილური კლების ტრენდიც.

გამოსავალზე ანალიტიკაში სულ ვსაუბრობთ - როგორც ფართო ისე ვიწრო კონტექსტში - სულ ვუსვამთ ხაზს, რომ მეტი ჰესი უნდა აშენდეს;მეტი კომპეტენცია უნდა დავაგროვოთ თუნდაც იგივე განახლებადი ენერგიების ათვისების კუთხით; ბიზნესგარემო უნდა იყოს სტაბილურიდა განჭვრეტადი გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის და ა.შ.მაგრამ ფაქტია, რიცხვები არცერთი ამ მიმართულებით მტკიცედ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯების კვალს არ აჩვენებს.

რა შეიძლება იყოს ამის შედეგი? ის, რაზეც ბოლო პერიოდში უკვე ღიად მიანიშნებს, მათ შორის, მთავრობაც. გვინდა თუ არა, ელექტროენერგიის ტარიფი რაღაც მომენტში გაიზრდება - ეს ფრაზა ჩვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან ამ კვირაში, პარლამენტში მისი სტუმრობისას მოვისმინეთ. მას ენერგოდამოკიდებულების რისკების შესახებ განმარტებების კეთებაც მოუწია.