მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგომოხმარება და ელექტროენერგიის გამომუშავება

BM.GE
21.05.20 09:44
641
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ პანდემიურ რეალობაში ენერგომოხმარება შემცირებულია, აპრილში ქვეყანას ენერგომომარაგებისათვის იმპორტირებული რესურსი მაინც დასჭირდა. კორონავირუსის გამო შესაძლო შეფერხებამ რაც ამა თუ იმ ენერგოპროექტს შიძლება გამოწვევად დაუდგეს სამომავლო პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პრობლემად შეიძლება ქვეყანას ექცეს. ენერგოდეფიციტის შესავსებად კი მაშინ როცა სავაჭრო ბალანსის ყველა შემადგენელი საერთო ეკონომიკის მდგომარეობაზე აისახება წყალსაცავიანი ჰესები ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათ შორის იმის გათვალისწინებითაც რომ რიგ შემთხვევებში ჰესების ფუნციონირება ეკოლოგიური გაერთიანებების მხრიდან ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება. ამასობაში ჰიდროენერგეტიკის ექსპერტები ნამდვილად არ იღლებიან იმის არგუმენტირებით, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია არამხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღებისთვის, არამედ ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. რამდენიმე დღის წინ ბიემჯისთან ინტერვიუში არსტენ ჯენსენი, რომელიც ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსია ამბობს, რომ ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, სასარგებლო იქნება. ქვეყანას, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით ერთ ერთიმოწინავე სახელმწიფოა, სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. ნორვეგიაში 1600 ჰესია, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 33 000 მეგავატია. ქვეყანაში 1000-მდე წყალსაცავია, რომლებიც ჰიდროგენერაციისთვის გამოიყენება. შედეგად, ევროპის რეგულირებადი სიმძლავრის 50% ნორვეგიაზე მოდის. ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 70%-ს რეზერვუარიანი ჰესები აკმაყოფილებენ. რაც შეეხება ჰიდრორესურსების ათვისებას, ნორვეგიის ჰიდროპოტენციალი სულ 215 ტერავატსაათია, რომლის დაახლოებით 60% ქვეყანამ უკვე აითვისა.