მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოობიექტების ნაწილი "საპარტნიორო ფონდიდან" მთავრობას უბრუნდება

BM.GE
26.02.20 18:38
664
საპარტნიორო ფონდი ისევ რეორგანიზაციის მოლოდინშია. უწყების ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფონდი მუშაობის ახალ მოდელზე უნდა გადავიდეს, არსებული სისტემა კი მოძველებულია. საგანელიძეს ფონდის სამომავლო მუშაობა არასაბიუჯეტო რესურსით წარმოუდგენია. მედიასთან მან გარკვეული პროექტებიდან ფონდის გამოსვლაც დააანონსა.