23.სექტემბერი .2021 14:23

#ENKA-ს ეფექტი - ინვესტორები და ინვესტიციები

118
უკან

ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი, - ასე აფასებს ENKA-ს გასვლას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი. ნამახვანიჰესის ინვესტორი კომპანიის გადაწყვეტილებას უამრავი შეფასება მოყვა. წავიკითხეთ და მოვისმინეთ, რომ ეს არის გამარჯვება და კარგი შედეგი… ამაზე შეფასების და კომენტარის გაკეთება გაჭირდება საეთერო ფორმატში… მეორე მხარეს კი არის დრამატული მოლოდინები, რომელიც მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ პროექტს არ უკავშირდება, თუმცა მისი მნიშვნელობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის, საინვესტიციო მიმზიდველობისთვის, ცოდნის და ფინანსური დოვლათის შექმნისთვის დიდი იყო, აქ კიდევ მნიშვნელოვანია რას ვეუბნებით სხვას, ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ და ფულით და ცოდნით შეიარაღებულ ადამიანს?

სტუმარი: ზურაბ ლალაზაშვილი - BDO -ს მმართველი პარტნიორი;