მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმებისა და ექთნების მინიმალური ანაზღაურება

BM.GE
11.01.23 19:49
278
ექთნების თემა უკვე არაერთი წელია პრობლემურია საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის. ყველაზე კარგად ამას საერთაშორისო ფონდ კურაციოს ჯანდაცვის ბარომეტრი აჩვენებს.

ევროპასთან შედარება ოდნავ რომ განვავრცოთ, ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1.8-ჯერ აღემატება ევროპის საშუალოს; ხოლო ექთნების რაოდენობა (100,000 მოსახლეზე) - 1.3-ჯერ ნაკლებია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, საქართველოში ექთანი/ექიმის თანაფარდობა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ აღემატება 0.9-ს. მაშინ როდესაც ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2 ექთანი მოდის.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის გეოგრაფიულ განაწილებას, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი, თუმცა, ამის გათვალისწინებითაც, გრაფიკაზე ნათლად ჩანს, რომ სხვაობა თბილისსა და რეგიონებში დიდია.

ექთნების დეფიციტზე დასვა აქცენტი ჯანმო–მაც თავის უახლეს ანგარიშში, რომლითაც 2021 წელს არსებული მდგომარეობა შეაჯამა. საქართველოსთან მიმართებით ითქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია. ჯანმო აღნიშნავს, რომ ეს ამავდროულად, გლობალური გამოწვევაც არის. თუმცა, ჯანმოს შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ძალიან დაბალია – და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამავე შეფასებით, ექთნების რაოდენობა 2013 წლიდან მზარდია.

კაკი ზოიძე უფრო დეტალურად გაგვარკვევს პრობლემის არსში და ცხადია, მასთან ერთადაც შევაფასებთ, რამდენად ლოგიკურია ამ გამოწვევასთან ბრძოლა მინიმალური ხელფასის დაწესებით.

სტუმარი: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის ექსპერტი.