მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპოჯორჯია სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ექსპორტის პირველ მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს

BM.GE
26.11.20 09:56
551
ხვალ და ზეგ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ექსპორტის პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართება - პანდემიის პირობებს აქაც ერგებიან და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფორუმი მთლიანად B2B ფორმატში, ონლაინ შეხვედრების კომპონენტით ჩატარდება. კოვიდთან ტანაცხოვრების პირობებზე მორგებული ფორუმის პირველი თემა და მიზანი აგრო და კვების მრეწველობის პროდუქტების მწარმოებლებისათვის სარეალიზაციო არხების პოვნა/გაფართოებაში ხელშესაწყობად დაიგეგმა და სამიზნე ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბაზრებია.

წინასწარი ინფორმაციით, რაც ბიემჯიმ მოიკვლია, ფორუმში მონაწილეობას როგორც საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიები, ასევე შედარებით მცირე ზომის წარმოებები, მიირებენ რომლებიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ჯანსაღ პროდუქციას და ამავდროულად გარკვეული ნაწილი მწარმოებლების ჩართულია ბიო სერტიფიცირების პროცესშია ჩართული.

რა შესაძლებლობაა ეს ფორუმი მცირე ზომის საწარმოებისთვის და როგორ უზრუნველყოფს ექსპო მიზნობრივი ქვეყნებიდან 50 მსხვილი ექსპორტიორი და ჰორეკას სექტორის წარმომადგენელთა შეკრებას?

სტუმრები: რესან ქიქავა - ექსპოჯორჯიას დირექტორი;
სიგრუნ ადნრესდოტირი - პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა