მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის ახალი პროგრამა

BM.GE
07.04.22 18:49
555
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს. პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას. რომელ სექტორებს მოიცავს ახალი პროგრამა, რა ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ კომპანიები, როდის იქყება განაცხადების მიღება.