მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანის გადაწყვეტილება საქართველოში თურქულ მედიკამენტებს 30%-მდე გააძვირებს - ასოციაცია

BM.GE
14.07.22 18:27
420
საქართველოში თურქული მედიკამენტებიც გაძვირდება.. მიზეზი თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასის ზრდაა. დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქტების ახალი ტარიფების შესახებ ბრძანება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა. რა ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ბაზარზე?