მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს

BM.GE
14.09.22 14:14
363
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იმის გამო, რომ ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს განაკვეთი გამკაცრებულ დონეზე შეინარჩუნოს. გავრცელებულ პრეს-რელიზში სები აღნიშნავს იმასაც, რომ მოსალოდნელია სურსათის საერთაშორისო ინდექსის შემცირების ტენდენცია ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

სტუმარი: გია მორჩილაძე - "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" დირექტორი;