მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის შესახებ კანონი და პრეზიდენტის ვეტო

BM.GE
24.02.23 23:22
425
"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია,"- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ასევე, პრეზიდენტის შეფასებით, ჩნდება ეჭვი, რომ თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, პირველმა ვიცეპრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა. ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლებოდა. რას ნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკის შემდეგ უკვე პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტის ავტორებისთვის, და დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს?