მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Etihad Airways" ფრენებს იწყებს: აბუ-დაბი-თბილისი

BM.GE
07.11.19 09:23
699
კიდევ ერთი ავიაკომპანია ემატება ტავ ჯორჯიას ოპერირების სივრცეს, 2020 წლის მარტიდან, ავიაკომპანია Etihad Airways, ფრენების განახორციელებას აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით იწყებს. ზაფხულის სეზონზე პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2013 წლიდან Etihad Cargo თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირტო გადაზიდვებს ახორციელებს. თავად Etihad Airways 2003 წელს დაფუძნდა. დღეისათვის არაბთა გაერთიანებული საამიეროების რიგით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანია, ფრენებს 400 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.