მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში თავშესაფარი საქართველოს 8 075-მა მოქალაქემ მოითხოვა - რატომ მიდიან ქვეყნიდან მოქალაქეები?

BM.GE
08.09.22 12:12
263
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი ჯამში საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, რაც წლიურად 183%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც ანგარიშში წერია, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2 855 იყო.

პირველ კვარტალში მხოლოდ 390 მოქალაქემ მიიღო დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი. აპლიკაციების უმრავლესობა ევროკავშირის ხუთ ქვეყანაზე: საფრანგეთზე [2 725]; გერმანიაზე [2 455]; იტალიაზე [1 100]; ირლანდიაზე [420] და ბელგიაზე [315] მოდის. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს თანახმად, გასულ წელსაც საქართველოს მოქალაქეების აპლიკაციების ძირითადი ნაწილი საფრანგეთზე, გერმანიასა და იტალიაზე მოდიოდა.

ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ირალანდიაში საქართველოს მოქალაქეების განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის მიზეზებსაც ქვეყნის ლტოლვილთა საბჭო იკვლევს. 

ვიდრე მთავრობა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით ქვეყანაში უპრეცენდენტოდ გაზრდილ ეკონომიკაზე და მიღწევებზე საუბრობს 7 თვიან, იანვარ-ივლისის სტატისტიკას აქვეყნებს გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 163,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის მიხედვით, წელს 7 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 3 966-მა მოქალაქემ მოითხოვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 505-მა.

მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 4 475 მოქალაქეს აქვს დაწერილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 150%-ით მეტია. 2021 წლის 7 თვეში ფედერაციულ რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსს საქართველოს 1 805 მოქალაქე ითხოვდა. 

ამავე სტატისტიკით, წელს ყველაზე მეტი განაცხადი სირიის მოქალაქეებმა დაწერეს - 28,709 (29,2%); მეორე ადგილზეა ავღანეთი - 17 042 (17,3%) განაცხადით, სამეულში შედის ერაყი, საიდანაც გერმანიაში თავშესაფარი 8 843-მა მოქალაქემ ითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 9%-ია. ხუთეულში შედიან თურქეთი - 7 621 (7,7%) განაცხადი და საქართველო - 3 966 (4%) განაცხადი.

რატომ მიდიან ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეები?