მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრაზიული კავშირი ფეროშენადნობების ექსპორტიორებს დემპინგში ადანაშაულებს

BM.GE
22.12.22 16:55
312
ბრალდება ფეროშენადნობების ექსპორტიორების მიმართ - ევრაზიის ეკონომიკური კომისია ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებს, რის გამოც, საბჭომ საქართველოდან მიწოდებულ ფერო- სილიკომანგანუმზე ანტიდემპინგური გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით განისაზღვრა და ის საბაჟო ღირებულების 21,4 % და 24,2 %-ით განისაზღვრება.

ევრაზიის ეკონომიკური კომისია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივი მარეგულირებელი ორგანოა, რომელშიც შედის რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ჩანს, რომ ფერო ძირითადად რუსეთში გადის და ძალიან მცირე მოცულობით სომხეთსა და ბელარუსში. 2022 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში, 454.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რითაც საექსპორტო კალათაში მესამე ადგილზეა. წლიურად ექსპორტი 9.7% გაიზარდა. ექსპორტის ნახევარზე მეტი აშშ-ზე მოდის. ამ ბაზარზე 232.5 მლნ დოლარის ფერო გავიდა, საექსპორტო ბაზრებში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა რუსეთი - 108.8 მლნ დოლარით, მესამეზეა თურქეთი, სადაც 57.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობის გატანა მოხდა. როგორ აისახება მიღებული გადაწყვეტილება ფეროს მწარმოებლებზე და რა გეგმა აქვთ ბაზრის მოთამაშეებს?

სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ პრეზიდენტი;