მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი გეოგრაფიული აღნიშვნების დასაცავად

BM.GE
28.02.20 10:17
2357
2019 წლის თებერვლიდან, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ევროკავშირთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტს ახორციელებს - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 4 ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის ჩამოყალიბება. იმის გათვაიწინებით, რომ დღეის არ არსებობს ხორც-პროდუქტების არც ერთი ქართული გეორგაფიული აღნიშვნა. გადაწყდა, ,,რაჭული ლორის“ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია.


ევროკავშირის პროექტი 2021 წლის იანვრის ჩათვლით გრძელდება და შედეგად რამდენიმე საკითხზე კონკრეტული პროგრესი უნდა ვნახოთ. მათ შორის, საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ევროპულთან ჰარმონიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერება; გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე საქონლის მწარმოებელთა ასოციაციებისა და სახელმწიფო ორგანოების როლისა გაძლიერება ; და საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ეფექტური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება. როგორია შედეგები და რა დაგვრჩა პროექტის ფარგლებში დარჩენილ 8 თვეში გასაკეთებელი?

სტუმარი: ქეთევან კილაძე - "საქპატენტი", იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი