29.ივნისი .2022 16:12

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ტურისტული გზამკვლევი შეიქმნა

154
უკან

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ტურისტული გზამკვლევი შეიქმნა

ნორვეგიელი რიჩარდ ბაერუგი 2009 წლიდან მესტიაში დასახლდა და სვანეთის ტურიზმის განვითარება დაიწყო.

რიჩარდი, ამ ეტაპზე სვანეთში, სოფელ ბეჩოში სასტუმრო ბიზნესს ფლობს და პარალელურად ცდილობს ტურისტებს სვანეთის ჯერ კიდევ უცნობი ადგილები გააცნოს.

ბევრი ლაშქრობის შემდეგ ე.წ გზამკვლევიც შექმნა, რომელმაც თავდაპირველად სვანეთის მასშტაბით თავდაპირველად 96 ტურისტული მარშუტი მოიცვა.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერილ პროექტ “
#GRETA”-ს დახმარებით კი მარშუტების არეალიც გაფართოვდა და რიჩარდ ბაერუგის ახალმა წიგნმა სვანეთის სალაშქრო მარშუტებთან ერთად ზემო რაჭაც მოიცვა.

ჯამში პროექტის დახმარებით ტურისტებს 120 ჯერ კიდევ მათთვის უცნობ ტურისტულ ბილიკზე ექნებათ ინფორმაცია.