მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი ინტერნეტკაბელი - პერსპექტივა

BM.GE
18.04.22 14:43
359
შავ ზღვაში კიდევ ერთი დიდი პროექტის განხორციელება იგეგმება. ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი უნდა აშენდეს. მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. 

თუ პროექტი განხორციელდა, ეს ნიშნავს, რომ 1195-ი კილომეტრის სიგრძის კაბელი საქართველოდან რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. მსოფლიო ბანკის თანახმად, პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება. 

ტენდერის შედეგად შერჩეულმა კონტრაქტორმა კომპანიამ 9 მილიონ ლარად უნდა ჩაატაროს კვლევა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ამ კაბელების აშენების ბიუჯეტი, ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა. კვლევის სამუშაოებს თავად მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

მაღალი ალბათობით მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის და ახალი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობის ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტის ვადა 18 თვეა - ანუ წესით წელიწად-ნახევრის შემდეგ გვეცოდინება - რა გვიჯდება კაბელის გაყვანა და რა დროში აშენდება ის.

სტუმარი: უჩა სეთური - მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი;