მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპელი ტურისტი საქართველოში შემოსვლას ფრთხილობს” - სასტუმრო კოსტე

BM.GE
28.12.21 18:19
495
“როცა ევროპელი ხარ და შენს ქვეყანაში აცრის დონე 65%-ს აჭარბებს, რა თქმა უნდა, საქართველოს მსგავსს ქვეყანაში ჩასვლისგან თავს შეიკავებ”- ევროპელები საქართველოში მოგზაურობას ფრთხილიბენ - ეს განცხადება bm.ge-თან სასტუმრო კოსტეს დამფუძნებელმა თამარ ბაღდავაძემ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში ტურისტები კი ჩამოდიან, თუმცა ძირათადად მაინც მეზობელი ქვეყნებიდან. ის რომ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, ეს ბევრი ტურისტისთვის ერთგვარი ბარიერია, რის გამოც საქართველოში მოგზაურობას თავს არიდებენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში დედაქალაქში მდებარე სასტუმროები არიან, რომლებსაც მოთხოვნის სიმცირის გამო სასტუმრო მომსახურებაზე ფასების შემცირება მოუწიათ.