მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული სერტიფიკატი ქვეყნიდან გაუსვლელად

BM.GE
04.10.22 11:54
377
კავკასიის მედიცინის ცენტრში ევროპული დიპლომის საგამოცდო ცენტრი ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში (EDAIC) ამოქმედდა , რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტებს, რეზიდენტებსა და მოქმედ ექიმებს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სერტიფიკატი ქვეყნიდან გაუსვლელად, შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შედეგად მიიღონ. ევროპული დიპლომის საგამოცდო პროგრამა, რომელიც ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის ევროპულმა საზოგადოებამ შეიმუშავა, საქართველოში კლინიკური მიმართულებით „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჩხაიძემ დააფუძნა. კავკასიის მედიცინის ცენტრში კი მას ხელმძღვანელობას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცოტნე სამადაშვილი უწევს. სწორედ აქ არის შესაძლებელი გამოცდის პირველი, წერითი ეტაპის ჩაბარება არა მხოლოდ ქართველი რეზიდენტებისა და ექიმებისთვის, არამედ - დაინტერესებული სპეციალისტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


სტუმრები: მამუკა ჩხაიძე - "ევექს ჰოსპიტლების" დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით;
ცოტნე სამადაშვილი - "კავკასიის მედიცინის ცენტრის" ანასთეზიის და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.