08.თებერვალი .2022 20:44

Facebook-ის 18 წელი და მთავარი გამოწვევები

241
უკან

4 თებერვალს თანამედროვე სამყაროს ერთერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს - Facebook-ს 18 წელი შეუსრულდა. Facebook დღეს კომპანია Meta Platforms-ის მფლობელობაშია. დღემდე სოციალური ქსელი, ძირითადად, წარმატებებზე ორიენტირებული იყო, თუმცა, ბუნებრივია, ამ დროის განმავლობაში მისი განვითარების ისტორიაში სირთულეების და გამოწვევების ხანაც არაერთხელ დამდგარა. 18 წლის იუბილესთან ერთად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გასულ უქმეებზე მარკ ცუკერბერგის შექმნილი კომპანიის გაიაფება იყო, რისი მიზეზიც ის იყო, რომ Meta Platforms-ის მეოთხე კვარტლის მოგება შეფასებებს ჩამოუვარდება. 

2021 წლის მეოთხე კვარტალში Facebook-ის ყოველთვიურ მომხმარებელთა ზრდა არ დაფიქსირებულა, რაც აჩენს კითხვებს კომპანიის მომავალ ზრდასთან დაკავშირებით. 2 თებერვალს Meta-ს აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით დაეცა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება $180 მილიარდით შეამცირა.