31.იანვარი .2018 11:27

FactCheck - თბილისის განვითარების გენერალური გეგმა

1040
უკან

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის მაისში გამოაცხადა. კონკურსში იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“ გაიმარჯვა. თბილისის გენერალურ გეგმაზე აღნიშნულ გაერთიანებაში შემავალმა ორგანიზაციამ „სითი ინსტიტუტი-საქართველომ“ იმუშავა. „მწვანე ქალაქი“, „კომპაქტური ქალაქი“, „კარგად შეკავშირებული ქალაქი“ – ეს თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებებია. თბილისის განვითარების გენერალურ გეგმის პროექტი უკვე დასრულდა და თბილისის არქიტექტურის სამსახურს დასკვნითი ეტაპის მასალები წარედგინა.

სტუმრები: ზაზა აბაშიძე - "საქმიანი დილის" თანაწამყვანი;
ვერიკო სუხიაშვილი - FactCheck-ის ანალიტიკოსი;
ალეკო ალისაშვილი - თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.