მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-ის დასკვნა აიქოსზე

BM.GE
10.07.20 09:56
646
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ნებადართულია ქვეყანაში IQOS-ის მარკეტინგი განახორციელოს. ეს გულისხმობს PMI-ის მიერ წარმოებულ მოწყობილობაზე, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტზე (MRTP) ნებართვის გაცემას. ოთხწლიანი შესწავლის შემდეგ კი პროდუქტი FDA-ის მიერ აღიარებულ იქნა როგორც უკეთეს ალტერნატივად იმ მწეველი მოსახლეობისთვის, რომლებიც ან არ ვერ ანებებენ თავს სიგარეტის მოხმარებას. IQOS-ი აშშ-ში პირველი ნიკოტინ-შემცველი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც FDA-ის დასტურის შესაბამისად, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელების ნებართვას ფლობს და FDA მიუთითებს, რომ IQOS-ი ტრადიციული სიგარეტისგან ფუნდამენტურად განსხვავებულ პროდუქტს წარმოადგენს.ეს არის პირველი პრეცედენტი როდესაც FDA-იმ მიანიჭა მოდიფიცირებული რისკის თამბაქოს პროდუქტებს მარკეტინგის ნებართვა, როგორც სიგარეტის ინოვაციურ ელექტრონულ და ალტერნატიულ საშუალებას. კანონმდებლებმა საქართველოშიც უნდა გაითვალისწინონ FDA-ს ეს მიდგომა. მეცნიერული შეფასების გამჭვირვალე პროცესი ადასტურებს ინდუსტრიასთან კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ პროდუქტების განვითარების მხრივ, რომლებიც ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ნაკლებ მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებს შეიცავს,”- აღნიშნა იური გორდოკმა, საერთაშორისო კორპორაციის “ფილიპ მორის ინტერნეიშენალის” კავკასიისა და მოლდოვას წარმომადგენლობის გენერალურმა მენეჯერმა. და იქვე აყოლებს, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რაშიც ასევე ვეთანხმებით იური გორდოკს.