მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

BM.GE
12.05.20 19:51
981
300 მილიონი სოფლის მეურნეობას, 100 მილიონით მეტი ვიდრე ტურიზმს - მთავრობამ დღეს სოფლის მეუნეობის ანტიკრიზისრული გეგმა წარმოადგინა. მთავარი რიცხვები და შეღავათები ასეთია - 17 % -იანი თანადაფინანსება სესხზე - 70 % იანი თანადაფინანასება აგრო დაზღვევაზე. ასევე წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. გარდა ამისა, მათ დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 1 ლარით იაფად შეიძენენ, ხოლო საირიგაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება ყველა ფერმერი. გეგმაში საუბარი იყო , იმაზეც, რომ ის ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლებენ.