მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Qatar Airways იტალიის სიდიდით მეორე გადამზიდავის Meridiana-ს თანამფლობელი ხდება

579096feac018
BM.GE
21.07.16 13:30
1218
ყატარის ავიაკომპანია Qatar Airways-ი ოქტომბრიდან იტალიის სიდიდით მეორე გადამზიდავის Meridiana-ს 49%-ის მფლობელი ხდება. ხელშეკრულება Qatar Airways-სა და Meridiana-ს მფლობელ კომპნია Alisarda-ს შორის უკვე გაფორმდა. უცხოური მედია წერს, რომ ახალი მფლობელი Meridiana-ს 400 თანამშრომელს, ანუ საერთო რაოდენობის 25%-ს გაანთავისუფლებს, დარჩენილებს კი ხელფასს 20%-ით შეუმცირებს. აღსანიშნავია, რომ Meridiana ბაზირებულია ოლბის აეროპორტში და მისი ავიაპარკი, კომპანიის ფილიალის Air Italy-ს ჩათვლით, სამ Boeing 737-300-ს, სამ Boeing 737-700-ს, ხუთ Boeing 737-800-ს, ერთ Boeing 767-200-ს, სამ Boeing 767-300, ექვს McDonnell Douglas MD-82-სა და ერთ MD-83-ს აერთიანებს.