მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIABCI-Georgia გენერალურ ასამბლეას მართავს

BM.GE
14.04.22 12:54
581
დღეს უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნული წარმომადგენლობა-FIABCI-Georgia გენერალური ასამბლეის 2022 წლის პირველ კვარტალურ შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას ასოციაციის 32 წევრი კომპანია დაესწრება. 

გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტი ისაუბრებს ორგანიზაციის მიერ სექტორის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე და მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე წლის განმავლობაში და უმნიშვნელოვანესია უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის. 

სტუმრები: ლიკა ქარდავა - FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი /Property Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
მარიამ ლორთქიფანიძე - "ზაჰა ქონსთრაქშენის" დირექტორი.