29.მარტი .2021 18:27

ფინანსთა სამინისტრო თიზის კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათს აუქმებს

461
უკან

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოღვაწე კომპანიები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. საქმის კურსისთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა,რომ თუ აქამდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში საგადასახადო შეღავათები მოქმედებდა, რაც ინვესტორების მოზიდვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, ფინანსთა სამინისტრომ რიგი მიმართულებით მოღვაწე კომპანიების მოგების გადასახადით დაბეგვრის გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ სექტორთან კომუნიკაცია არ ჰქონია. რა და რატომ იცვლება თიზის კომპანიებისთვის?