მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის ძირითადი მიგნებები - ალექსანდრე ძნელაძე დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
05.10.20 10:27
702
ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირაში ფინანსური სტაბილურობის დოკუმენტი გამოაქვეყნა რომელშიც 4 ძირითადი რისკია გამოყოფილი. COVID-19-ის პანდემიის ხანგრძლივობასთან და ეკონომიკაზე მის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა; პანდემიის პირობებში ქვეყნის რისკის პრემიის ზრდა და მისი უარყოფითი გავლენა გაცვლით კურსსა და უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთზე; საგარეო მოთხოვნის შემცირების და პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომების მოსალოდნელზე დიდი გავლენა ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებზე და სუსტი მოთხოვნის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების კლება და მისი უარყოფითი გავლენა ფინანსურ სექტორზე.

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია, პრეზიდენტი