მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

BM.GE
29.09.22 10:27
213
საქართველოს ეროვნული ბანკმა ქვეყანაში მოქმედი ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე დატოვა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი გადაწყვეტილებასთან ერთად გამოქვეყნებულ შეფასებაში მიუთითებს, რომ საბანკო სექტორს დამატებითი ფინანსური ბუფერების დაგროვება არ ესაჭიროება, თუმცა შესაბამისი ვითარების გამოკვეთის შემთხვევაში კონტრციკლური ბუფერის გაზრდას არ გამორიცხავენ. კომიტეტი მიუთითებს, რომ ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. 

ბანკების უმრავლესობამ პანდემიის შოკის დროს გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღადგინა და რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს სოლიდური ბუფერებით შეხვდა. ფინანსური სექტორის მზაობას, ასევე, ხელი შეუწყო ბანკების აქტივების ხარისხის მდგრადობამ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი კრიზისამდელ პერიოდში შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა შეიტანა. გატარებული ღონისძიებების ფონზე გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები, რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის სიჯანსაღეზე მიუთითებს. მდგრადია არასაბანკო სექტორიც, რომელსაც ასევე დაუწესდა პრუდენციული მოთხოვნები.

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი;