მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური სტაბილურობის მთავარი რისკები - სებ-ის შეფასება - პაპუნა ლეჟავა საქმიან დილაში

BM.GE
02.10.20 11:42
754
კოვიდ-19-ის კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალური თემაა და იმითაც არის აქტუალური, რომ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, აღადგინოს ამ ანგარიშის გამოქვეყნება.

ამ ახალ დოკუმენტში, რომლის წარდგენაც წინა კვირას შედგა - ფინანსური სტაბილურობის კუთხით, საქართველოს ეკონომიკისთვის იდენტიფიცირებულია 4 მთავარი რისკი: COVID-19-ის პანდემიის ხანგრძლივობასთან და ეკონომიკაზე მის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა; პანდემიის პირობებში ქვეყნის რისკის პრემიის ზრდა და მისი უარყოფითი გავლენა გაცვლით კურსსა და უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთზე; საგარეო მოთხოვნის შემცირების და პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომების მოსალოდნელზე დიდი გავლენა ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებზე და სუსტი მოთხოვნის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების კლება და მისი უარყოფითი გავლენა ფინანსურ სექტორზე.

სტუმარი: პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი