მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა რკინიგზას "BB-"რეიტინგი დაუდასტურა

BM.GE
25.11.19 11:42
1251
საქართველოს რკინიგზას რეიტინგს აახლებს და გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის აიდიარ IDR რეიტინგი “BB-“-ზე დაუდასტურა, სტაბილური პროგნოზით. Fitch-ი საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს რკინიგზის ლეგალური სტატუსის ცვლილებას არ ელის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს რკინიგზის 25%-იანი წილის გასხვისების გეგმები, ზუსტი დრო ჯერ კიდევ არაა დასახელებული. ამასთან, Fitch-ი რკინიგზის ვალდებულებებსაც უსვამს ხაზს, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, 2022 წლამდე გამოეყოს ინფრასტრუქტურის ნაწილი.

სარეიტინგო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდისთვის, რკინიგზას ექნება ცალკეული სუბიექტები სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტისთვის, ერთი ჰოლდინგური სტრუქტურის ქვეშ. საქართველოს რკინიგზას, სარეიტინკო კომპანიის მიერ შეფასებულ რეგიონის მსგავს კომპანიებთან შედარებით დიდი საფასო ძალაუფლება გააჩნია. ამავდროულად, ტრაფიკი სრულად დერეგულირებულია, რაც სატვირთო და სამგზავრო ტრაფიკის ბაზრის პირობებზე მორგების საშუალებას იძლევა.. სატვირთო ტარიფები აშშ დოლარშია, რის შედეგადაც ბუნებრივი ჰეჯირება ხდება კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს დოლარიზებულ ეკონომიკურ გარემოში.