მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიტნესი საპატიმროში - ვალიტა გორელჩანიკი ქალების ნარატივში

BM.GE
27.04.21 12:31
540

„ვფიქრობ, უნდა შეიქმნას პატარა ორგანიზაციები ან ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პატიმრების რესოციალიზაციაზე და სოციუმის მხრიდან მათთან კომუნიკაციაზე“ - ყველაზე ძლიერი ქალი საქართველოშივალიტა გორელჩანიკი “ქალების ნარატივში"

 

 

-ქალთამე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ქალებისათვის ჯგუფური ვარჯიშები ჩატარდა - როგორ გაჩნდა იდეა?

-იდეა გაჩნდა პანდემიის დროს, ეს იყო ერთ დღიანი  fit day, გვინდოდა, გვენახა მათი რეაქცია, როგორ მიგვიღებდნენ. სიახლეს პოზიტიურად შეხვდნენ. ეს დღე ხალისიანად ჩავატარეთ. პრობაციის სამინისტროსთან გვქონდა კავშირი. დღე მშვენივრად ჩატარდა. გადავეცით საჩუქრებიც სპონსორებისგან, თუმცა ბევრი სპონსორი არ ჩართულა, თანაც ახლა ბიზნესისთვის რთული დროა. იმედი მაქვს, სამომავლოდ მეტი მხარდაჭერა გვექნება. სამომავლოდ, საგანმანათლებლო პროგრამა ფიტნეს კურსებს მოვიაზრებთ, ეს იდეა დამუშავების პროცესშია.  

 

-fit day-სთვის როგორ შეირჩნენ მონაწილეები?

-კრიტერიუმები იყო ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სურვილი. შეიკრიბა 30 ქალი. პროცესი 4 საათი გრძელდებოდა.

 

-რა არის პროექტის მთავარი მიზანი?

-ამ პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრირება პენიტენციურ დაწესებულებაში და ის, რომ გაეგრძელებინათ. საგანმანათლებლო პროექტი, კი უფრო ღრმა მიზნებს ემსახურება, მათ შორის რესოციალიზაციას, რეადაპტაციას. როდესაც ადამიანი ტოვებს ამ დაწესებულებას, მას სჭირდება რაღაც ინსტუმენტები.

 

-ვარჯიშის გაგრძელების თვალსაზრისით, აქვთ პატიმრებს პირობები?

-სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, ყველაფერი შედარებითია, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში გარემო ხელს უწყობთ პატიმრებს რომ ივარჯიშონ; არის გოგონაც, რომელიც დარბაზში მუშაობს.

 

-სურვილი დაფიქსირდა გაგრძელებისთვის?

-დიახ, მოტივირებულები იყვნენ. ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდანაც მეტი დაინტერესება უნდა იყოს, ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. პრობაციის სამინისტრო უფრო მიდგება გვერდში, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მეტის რესურსი., მაგრამ არ აქვთ სურვილი, იმიტომ რომ არ ესმით, რასთან აქვს საქმე.  ვფიქრობ, უნდა შეიქმნას პატარა ორგანიზაციები ან ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პატიმრების რესოციალიზაციაზე და სოციუმის მხრიდან მათთან კომუნიკაციაზე.

 






სტუმარი: ვალიტა გორელჩანიკი - ყველაზე ძლიერი ქალი საქართველოში