მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FMCG სექტორის მიმოხილვა საქართველოში

BM.GE
28.04.22 12:46
581
თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვის თანახმად, პანდემიურ პერიოდში, 2020 წელს, სექტორი რეკორდული 26%-ით, 2021 წელს კი 22%-ით გაიზარდა. 

საერთო ჯამში, 2021 წელს სექტორის კვების და სწრაფი მოხმარების პროდუქციის შემოსავლებმა 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია, რის ძირითად ფაქტორადაც ინფლაციის დონის ზრდა სახელდება, შესაბამისად ანალიტიკოსების შეფასებით, სექტორის ზრდა, ინფლაციის დონის შემცირების ფონზე, მომავალში შედარებით დასტაბილურდება. მოკლევადიან პერსპექტივაში საკვებ პროდუქტებზე კვლავ ფასების ზრდაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით კი ეს ეხება რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიიდან იმპორტირებულ საკვებს. 

tbc კაპიტალის კვლევაში ნათქვამია, რომ სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის ბაზრის უდიდესი ნაწილი ისევ არაორგანიზებულია, თუმცა 2021 წლის მონაცემებით, ორგანიზებული ბაზრის წილმა საქართველოში რეკორდულ, 31%-ს მიაღწია და 3.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შემოსავლების 85% კი შვიდ მსხვილ რითელ კომპანიაზე ნაწილდება. 

პირველ ადგილს 17.9%-ით იკავებს ნიკორაა, რომელსაც 15.9%-ით „ორი ნაბიჯი“ და თითქმის იგივე მაჩვენებლით - 15.8%-ით მოჰყვება სპარი. 15%-ია კარფურის წილი, 12.6% -მაგნიტი, 4.5% გუდვილი, 4.1% აგროჰაბი და სხვა მოთამაშეებზე ჯამურად 14.3% მოდის.