მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#FORBES​ #30UNDER30​ - ჯეოასტროს ობსერვატორიიდან დანახული ცა - დიმიტრი გოდერძიშვილი საქმიან დილაში

BM.GE
26.01.21 11:42
643
“ასტროფოტოგრაფია ძალიან ჰგავს მთაში ლაშქრობას და პირიქით. ფილოსოფიური და მსოფლმხედველური შეხედულებები რომ გვერდით გადავდოთ, ორივე აქტივობა არის ხანგრძლივი „ტანჯვის“, კომფორტის ზონიდან გასვლის პროცესი – ერთი, საბოლოო ღირებულების მისაღებად. თუმცა დროთა განმავლობაში კომფორტის მიტოვებაც ისეთივე სასიამოვნო ხდება, როგორც საბოლოო ნაყოფის ხილვა და ამ ყველაფერზე დამოკიდებული ხდები.” - ეს სიტყვები დიმიტრი გოდერძისშვილს ეკუთვნის, რომლისთვისაც წლებია, ქალაქიდან გასვლა ციურ სხეულებზეა დამოკიდებული. სად იქნება ბნელი ცა, რამდენად იქნება სინათლით დაბინძურებული, რა პოზიციაში იქნება ირმის ნახტომი, რომელ საათზე მორჩება საზღვაო ბინდი და დადგება ასტრონომიული ღამე, საიდან დაიწყებს მთვარე ამოსვლას ... ეს არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომელიც წინასწარ უნდა გათვალოს, რომ მიიღოს საბოლოოდ ის შედეგი, კადრი, რომელიც ჩაფიქრებული აქვს.

სტუმარი: დიმიტრი გოდერძიშვილ - Geo-Astro, თანადამფუძნებელი.