მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#FORBES #30UNDER30 - LINGWING ვატო ველიაშვილი

BM.GE
05.07.20 14:05
945
სწავლის ძირიც ტკბილი არის! ამას ამტკიცებს წლებია კომპანია Lingwing -ი, რომლის მიზანი მხოლოდ უცხო ენების სწავლება არ არის და მთავარ ამოცანაად მოსახლეობისთვის გლობალურ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საშუალების მიცემა აქვთ დასახული. დღეს, ისე როგორც არასდროს, ონლაინ-სწავლება ყველაზე განხილვადი თემაა. სასწავლო რესურსების ციფრულ სამყაროში გადატანის აუცილებლობა კი ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიურმა გავრცელებამ გამოიწვია.ამიტომაც კომპანია ლინგვინგი, რომელიც ონლაინ სწავლების ერთადერთი და შესაბამისად ყველაზე მოთხოვნადი კომპანიაა საქართველოში, ამ რთულ რეალობაში ერთი-ორად გაიზარდა, როგორც მასშტაბების ასევე მომხმარებლებისა და შემოსავლების კუთხით. უახლოეს მომავალში კი პლატფორმა ევროპისა და აშშ-ის ბაზარზეც გავა და ასე გაიტანს მისი დამფუძნებელი, ვატო ველიაშვილი ქართულ ბრენდს და ქვეყნის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე.