20.სექტემბერი .2020 12:17

#Forbes #30UNDER30 - მარიამ ჭანტურია

221
უკან

თბილისში McDonald’s-ის ბურგერის პურის წარმოებისა და მისი ექსპორტზე გატანის შემდეგ, საქართველო იქნება მსოფლიოში ბურგერის პურის მწარმოებელი მეოთხე ქვეყანა. ლოჯისტიკური ცენტრი კი, McDonald’s-ის მომარაგების ერთიან რუკაზე გამოჩნდება. გარდა ამისა, საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე დაპოზიციონირების მიზნით, Mastercard-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და მიზნად ისახავს გახანგრძლივდეს ტურისტების ქვეყანაში მოგზაურობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს ეკონომიკა. რეალურად ამ ორ უმსხვილეს კომპანიას მაკდონალდსსა და მასტერქართდს საერთო არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ მათ აერთიანებთ ერთი ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვანი პროექტებისა და გადაწყვეტილებების უკან დგას და ამიტომაც ის Forbes Georgia-ის 30 წლამდელთა სიის წევრია. „მაკდონალდს საქართველოს" სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტი და პარალელურად მასტერქარდის მარკეტინგის ხელმძღვანელია საქართველოსა და სომხეთში - მარიამ ჭანტურია.

მარიამ ჭანტურია - Mastercard, მარკეტინგის ხელმძღვანელია საქართველოსა და სომხეთში